“ჩვენი შეცდომა არის, რომ სულ ველით, რომ რაღაცას შეცვლის სალომე ზურაბიშვილი. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ადამიანი რომელიც სულ რაღაცას ელის, არის სულელი. ჩვენ ვართ სულელები, როცა იმედს არ ვკარგავთ და სულ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც განსაკუთრებულს იზამს. ნუ დაველოდებით სულ და სულელები ნუ ვიქნებით, ამ საკითხს ესე შევხედოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ამ პოზაში დაინახავს და მოინდომებს, რომ ისტორიაში რაღაცნაირად თავისი ფიგურა გამოკვეთოს, ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება. ის რომ ის ამ შანსებს არ იყენებს, ამაზე დარდს მგონი უნდა შევეშვათ და ამაზე იმედები არ დავაყრდნოთ”,
ასე ეხმაურება, “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე, მთავრობის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების უკან გაწვევას.