ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი სალაროდან თანხას ითხოვდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მოახერხა თუ არა რაიმეს წაღება ჩვენთვის უცნობია. აფთიაქში მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე, დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ფაქტზე მოკვლევა სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.