თურქეთსა და სირიაში, დაღუპულთა რიცხვმა 19 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 300-მდე გაიზარდა.
თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ მის ქვეყანაში, დაღუპულია 16,170 ადამიანი, ხოლო სირიაში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით – 3162 ადამიანი.

თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანი მიწისძვრები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share