ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღების 8 წლიან პერიოდს შესთავაზებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც აშშ-ში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრებ 11 მილიონამდე პირს მოქალაქეობის 8 წელში მიღების საშუალებას მისცემს. როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კანონპროექტის წარდგენა, რომლის მოცულობაც ასობით გვერდია, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურების გავლის, გადასახადების გადახდისა და სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთი წელი დასჭირდებათ.

ამის შემდეგ მათ, მოქალაქეობის უფლებების მინიჭებამდე, სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ქმედებებს ამერიკულ ფასეულობებზე „უმოწყალო თავდასხმას“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ ამ ზიანს აღმოფხვრიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    "სტრასბურგში საჩივარი შევიტანეთ 2009 წელს "- ადამიანები ვინც ამ გადაწყვეტილების მისაღებად იბრძოლაიუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ... ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! ""ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდის  საკითხს  ეხმიანება და ფეისბუქგვერდზე წერს: "მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!  და ის  აღარ  აპირებს გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას".  "20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე. გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "სხვანაირად ჭიკჭიკებდით და დღეს დაიწყეთ ლანძღვა"? - ვის საყვედურობს ლელა ნაცვალაძეოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და "ოცნების" იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა:  "ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,"წონიან" პოლიტიკოსთან მქონია შეხების…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა