“ივანიშვილის უდავო ლიდერობა გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი იყო“-წულუკიანი

“აქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, ეს ნამდვილად ასე იყო, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მისი ხელმძღვანელობით მიიღება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება. ახლა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის, საკუთარი თავის წინაშე და ალბათ უფრო მეტი დაფიქრებაც, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ. აი, როგორც დიდ ოჯახში, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს და ყველა მას შეჰყურებსო, რომ იტყვიან, მაინც იმედი გაქვს, იცი, რომ თუ შენ შეგეშალა, არის ის ადამიანი, ვინც ამას დააბალანსებს და მაინც გუნდს არ მისცემს შეცდომის საშუალებას უფრო გლობალურად. ეს ყველაფერი დღეს არის ჩვენზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია“-იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ახლა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.

https://tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share