დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში მიწისძვრის შესახებ ცნობები დააზუსტა. ამ დროის მონაცემებით, ეპიცენტრი დაფიქსირდა ოზურგეთთან, ბახმაროდან 3 კმ_ში. სიმძლავრემ კი 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
თავდაპირველი მონაცემებით, ეპიცენტრი ოზურგეთის აღმოსავლეთით, 7კმ/ში, სოფელი ვაკიჯვარი იყო, ხოლო სიმძლავრე – 4.5 მაგნიტუდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 19:33 საათზე მოხდა.