6 წლის ბავშვს მაიმუნმა უკბინა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებაში შეიყვანეს.
განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, ბავშვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდა.
ბავშვს მაიმუნმა, სავარაუდოდ, თბილისში, ზოოპარკში უკბინა.