სანდრო სულაბერიძეზე კომენტარს აკეთებს მსახიობი კახა კინწურაშვილი:
“რა მუხლიცაა წაყენებული, სიგიჟეა… ხელოვანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება — მე მაღალი აზრის არ ვარ თანამდებობის ზოგიერთ პირზე და არც მათი დამოკიდებულება მომწონს ხელოვნების მიმართ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, კონკრეტული ადამიანის თუ სისტემის ხელი ურევია აქ. მთავარია, რომ მოვედი, რომ ხელი მოვაწერო ამ აბსურდული მუხლის გადაკვალიფიცირებას,“ — აცხადენს კინწურაშვილი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან” გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.