„ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ!“ – გამოფენის კურატორი მხატვრებს მიმართავს

გამოფენის კურატორი, ქეთი შავგულიძე ხელოვანების მიერ ნამუშევრების ეროვნული გალერეიდან გატანას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

“მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ”- წერს შავგულიძე.

ცნობისთვის, დღეს რამდენიმე ხელოვანმა – საბა გორგოძემ, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანა მოითხოვა.

ცნობისთვის, 4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!”

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share