“ვაზიარე და წამოვედი….სინოდის სხდომა იწყება…..მე შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა….რომ ტყუილი არ მითქვამს…ძალიან ცუდად არი”-მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ არასდროს უნახავს ადამიანი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ძალიან გამხდარია, აქვს ტკივილები, უჭირს ლაპარაკი.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და სასწრაფოდ გასაშვებია სამკურნალოდ უცხოეთში.

“ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომა იწყება. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ვერ წარმოვიდგენდი თუ კიდევ შეიძლებოდა. […] ისეთი გამხდარია, განლევაა არის უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, რომ  მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. კიდევ მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად, მე ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს, ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” 13 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ახალი კადრები გაასაჯაროვა. კადრები პალატაში, სათვალთვალო კამერის მიერ 2022 წლის ოქტომბერშია ჩაწერილი და მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობას ასახავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share