“რუსეთი როგორც ასეთი, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს შეწყვეტს არსებობას, მივიღებთ ამ დღეებში ახალ კონსტიტუციას, რომელიც დაფუძნებული იქნება თანაარსებობაზე თუმცა ეს იქნება თავად თანამედროვე რუსეთში შემავალი რესპუბლიკების ჭეშმარიტ სურვილზე. მთავარი მ,იზანიიქნება დეპუტინიზაცია, დენაციონალიზაცია – ყველა რესპუბლიკას, რომლებიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციაში, მიეცემა შესაძლებლობა გახდნენ დამოუკიდებელნი მათივე სურვილის შემთხვევაში, მთავარია, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს მეზობლებისათვის და ის იყოს სანდო პარტნიორი”
ეს განცხადება უკრაინულ, მაგრამ რუსულენოვან ტვ REEДОМ ეთერში, ამ წუთებში, იურისტმა ალექსანდრე ბარანოვსკიმ გააკეთა.
თავად ბარანოვსკი “სრულიად რუსეთის ყრილობას” წარმოადგენს, რომელიც პოლონეთში , კერძოდ ვარშავაში ფუნქციონირებს დაამ დღეებში მორიგი ყრილობის გამართვისათვის ემზადება.
ყრილობაში მონაწილეობენ და ამ ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა დროს რუსეთის სათათბიროსა და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა დევნილობაში იმყოფებიან.
მათ შორის, ექს პრემიერი კასიანოვ, ყოფილი დეპუტატები და გუბერნატორები ლევ პომომარიოვი, გუდკოვი, ფეიგინი და სხვა.
ყრილობის პოზიციას იზიარებს ცნობილირუსი მილიარდერი ხადარკოვსკი.
“პირველი ვინც დაგვტოვებს, ჩეჩნეთი იქნება ალბათ, თავიდან შევქმნით სახელმწიფოს სადაც თანაბარუფლებიანი პრინციპებით მასში ყველა, რუსეთის ფედერაციაში დღესშემავალი სუბიექტი გაერთიანდება, თუმცა, შემდეგ ვისაც სურვილი ექნება შეუძლიათ დაგვტოვოს. მზად ვართ რეპარაციისათვის, ჩვენ ყველა ის ზარალი უნდა ავანაზღაუროთ რაც უკრაინას ამ ომში მივაყენეთ. თავისთავად უკრაინის სუვერენიტეტის ცნობაც მნისვნელოვანია.ჩვენ ყირიმს განვიხილავთ უკრაინის შემადგენლობაში. ვიმეორებ, ახლა მივიღებთ რუსეთის ახალ კონსტიტუციას, რომლის მიზანიც იქნება, რომ რუსეთი გახდეს სახელმწიფო, რომელიც არანაირ საფრთხეს მეზობლებს არ შეუქმნის” – თქვა ბარანოვსკიმ.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში მოქმედ “სრულიად რუსეთის ყრილობა” ს უკრაინულ და დასავლური წრეების ნაწილში – (რუსეთ უკრაინის ომის შემდგომ ) – რუსეთის ალტერნატიულ მთავრობად განიხილავენ.