პატრიარქს უფლებამოსილება არავისთვის გადაუბარებია. სინოდის სხდომა დღეს ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. მიზეზი ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა.
მღვდელმთავრები პატრიარქს 5 საათის განმავლობაში სპეციალურ დარბაზში ელოდებოდნენ, სხდომა კი მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა.
ირკვევა, რომ პატრიარქმა უარი განაცხადა მის ნაცვლად სინოდი რომელიმე მღვდელმთავარის ხელმძღვანელობით ჩატარებულიყო. ილია მეორემ ეს უფლება არც მოსაყდრე შიოს მისცა.
საპატრიარქოს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან ამბები დღეს მღვდელმთავრებმა გამოიტანეს. სასულიერო პირებმა თქვეს, მიხეილ სააკაშვილის, გელათის და უკრაინის ეკლესიის საკითხებს არ შეხებიან.