გვიან ღამით, ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში იუსტიციის სახლი გაქურდეს და შენობაში მდგარი “ლიბერთი ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
ბოლო 2 წლის მანძილზე ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა კოხნარის იუსტიციის სახლი იქურდება.
გასულ წელს შენობას ყუმბარაც კი ესროლეს, თუმცა, არცერთი შემთხვევა ამ დრომდე არ გახსნილა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარედ პოლიცია მუდვად პატრულირებს და იქვე სათვალთვალო კამერებიცაა, თუმცა, პოლიცია დამნაშავეების დაჭერას წლებია ვერ ახერხებს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.