შანტაჟის ენით ნუ ელაპარაკებიან საქართველოს – “ოცნება” ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებამ გააბრაზა

“ოცნება” ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებას ივანიშვილის დაშანტაჟების მორიგ მცდელობას უკავშირებენ.

“მოითხოვონ ივანიშვილის დასანქცირება, მერე რა. შანტაჟის ენით ნუ ელაპარაკებიან საქართველოს. საქართველოს ბედი შანტაჟზე არ არის დამოკიდებული”, – ამბობს ქადაგიშვილი. 

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს – მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share