პირველი კომენტარები “ქართული ოცნებიდან” ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის მიღების შემდეგ. ხელისუფლება სტრასბურგში დამტკიცებული დოკუმენტს აკრიტიკებს და მისი მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.
კახა კალაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და მასზე არ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი.
“ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლიციებს. რასაც ჩენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება, სიმართლესთან კავშირი არ აქვს. დამოკიდებულება რაც აქვთ, კატეგორიულად მიუღებელია. ე.წ. ჩვენი მეგობრები გამოდიან და ამბობენ, რომ თუ სააკაშვილს არ გაუშვებთ, ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გვეუბნებიან ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის ქველმოქმედი რომ ცუდი კაცია”, – ამბობს კალაძე.