გიდასტურებთ, რომ ოპოზიციასთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ – იმედია, კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული, – ასე უპასუხა დეპუტატმა ნინო წილოსანმა კითხვას, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ოპოზიციის იმ ნაწილთან, ვისი პარლამენტში შესვლის პერსპექტივასაც მმართველი გუნდი ხედავს.
„მმართველი გუნდი ყველა კანონიერ საშუალებას იყენებს, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის მუშაობას ხელს შეუწყობს. ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან, გიდასტურებთ, რომ ჩვენ ოპოზიციასთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ და იმედია, კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.