„ლოქდაუნის“ სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა

ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია რეგულაციების და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება.

“დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა. აუცილებელია: სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საავტომობილო, მეტრო და რკინიგზა; საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა; დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა; შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება და დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების. თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის სუბსიდირება. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“,-აღნიშნულია ასოციაციების ერთობლივ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share