ამ წუთის მონაცემებით კოხნარის არცერთი შიდა მონაკვეთი, ჩიხი თუ შესახვევი არ არის გაწმენდილი – ბაჩო ახალაძე

ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ბაჩო ახალაძე სოციალურ ქსელში გურიაში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ წერს:

”ეს ფოტო უდევს ჩოხატაურის მერს, რომელიც გადაღებულია სოფლის ცენტრში,  პათოსით-კოხნარი იწმინდება, რაც აბსოლუტური ტყუილია.

კოხნარის ცენტრი რასაკვირველია, გაწმენდილი უნდა იყოს, თუმცა კოხნარის ცენტრამდე თუ ვერ გადაადგილდა მოსახლება და მხოლოდ ცენტრი გაწმინდო 100 მეტრის რადიუსით ფოტოს გამოსაჭიმად სოციალურ ქსელში, არაფრის მომცემია და იაფფასიანი პოპულიზმია!

ამ წუთის მონაცემებით სოფლის არცერთი შიდა მონაკვეთი, ჩიხი თუ შესახვევი არ არის გაწმენდილი..

ჯერ ამ ტრაქტორებს სად ნახულობთ, აღმართში ესენი ვერ ადიან, თავდაღმართში ესენი ვერ ჩამოდიან, თოვლში ესენი ვერ მოძრაობენ..

თუ ვერ შვებით ბატონებო, არც ეს ტრაქტორი არ წამოჭიმოთ სოფლის ცენტრში.. ბოლო ბოლო, მოვა წვიმა და გაადნობს ამ თოვლს.” წერს ახალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share