ვასილ ჩიგოგიძე : “თეა წულუკიანი ეს მე ვარ”-ვანო ჩხარტიშვილი, რიმა ბერაძე და “დონ კიხოტი ოზურგეთიდან”

ოზურგეთის თეატრის დირექტორის ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის უწყებამ წიგნის „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“  პრეზენტაცია ამ დღეებში გაიმართა.
წიგნი თავად წულუკიანის უწყებამ გამოსცა,
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი წიგნის გამოცემა რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილეს უკავშირდება.
ღონისძიებას ,  თეა წულუკიანი, ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი, ოზურგეთის რაიკომის ყოფილი მესამე მდივანი რიმა ბერაძე და  დღეს გურიაში მოქმედი თანამდებობის პირები დაესწრნენ.
ვასო ჩიგოგიძე ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ასევე, იგი არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გურია-სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ ვასილ ჩიგოგიძე თავისი მოღვაწეობის ბოლო წლებში თეა წულუკიანთან საკუთარი თავის ასოცირებას ხშირად ცდილობს.
ეს არამარტო კულტურულ წრეებში ხდება, არამედ ბიზნესმენებთან ურთიერთობაშიც:
ოზურგეთის თეატრის  თანამშრომლების განცხადებით “გურიაში მე ვარ თეა წულუკიანი და აბა ვინმემ რამე გამიბედოს” – ეს განცხადება ჩიგოგიძეს ხშირად გაუკეთებია თეატრის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თუ ადგილობრივ ბიზნესთან ურთიერთობისას.
მისი იუბილის ასე ზარ ზეიმით აღნიშვნა წულუკიანის უწყებაში ამ უკანასკნელის ხელდასხმითა და ამ უკანასკნელისვე უშუალო მონაწილეობით, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის მინისტრობის პირობებში უამრავი, ამ სფეროში, ცნობადი სახე იდევნება, მიანიშნებს, რომ ვასილ ჩიგოგიძის განცხადებები, რომ გურიაში ის არის “მეფე” (ესეც თეატრის თანამშრომლების ინფორმაციაა) – საფუძველსმოკლებული არ უნდა იყოს.
 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share