“თუ იცი რა კაცია?- “ოცნების” ამნისტია რო იყო, არ გამუუშვეს”

“ოცნებამ მოსვლისთანავე რომ დიდი ამნისტია გამოაცხადა და პატიოსანიან, მამაძაღლიან, მოღალატიან, მკვლელიან, აფერისტიან, ქურდიან, ყაჩაღიან, ბარიგიანად ყველა გამოუშვა ციხიდან ის დროა, ჰოოდა ერთმა ჩემმა მეზობელმა კითხა მეორეს „ერთ ტიპზე“ თუ იცი რა კაციაო, მეორემაც გურულ სტილში ძალიან სწრაფად აუხსნა:

– ახლა რომ „ამინისტია“ იყო იცი?

– კი

– ე მაი არ გამუუშვეს“.

წერს  საკუთრ  ფეისბუქგვერდზე კახა ჩავლეშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share