ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი სიბუსისო მოო კოვიდ -19 – ისგან გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 61 წლის მინისტრი დედაქალაქ ჰარარეს ერთ-ერთ საავადმყოფოში დღეს დაიღუპა.
„ზიმბაბვემ დაკარგა ერთგული საჯარო მოხელე და ნამდვილი გმირი, მე კი მეგობარი. მან ზიმბაბვეს თავისუფლებისთვის ბრძოლას მთელი ცხოვრება მიუძღვნა,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.