“”ქართული ოცნება” გამოწვევას ვალების აღებით პასუხობს“-ბობოხიძე

დღეს გაჩერებული ეკონომიკა ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ამ მძიმე გამოწვევებს საქართველო დიდხანს ვერ გაუძლებს. ხოლო “ქართული ოცნება” ამ გამოწვევას ვალების აღებით პასუხობს და არა ეკონომიკის გახსნით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხელისუფლების მიმართ 15-მდე ბიზნესასოციაციის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა: „მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეკონომიკურ პრობლემებს “ქართული ოცნება” პასუხობს მხოლოდ ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით. ეკონომიკის გახსნის გარეშე ვფიქრობ, რომ გველოდება ძალიან მძიმე მომავალი და ეს მძიმე მომავალი იქნება ქართველი ხალხის პრობლემა და არა “ქართული ოცნების” ჩინოვნიკების, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და პირიქით, ჩვენი სახელით აღებულ ვალებში მათ ხელი აქვთ ჩაყოფილი, თავიანთ მომავლს უზრუნველყოფენ. ეკონომიკის გახნის გარეშე მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს. დღეს “ქართული ოცნება” მხოლოდ იმაზე უნდა გველაპარაკებოდეს თუ როგორ აპირებს ის 1-ლი თებერვლის მერე ეკონომიკის გახსნას. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი. მთავრობას არამარტო უნდა ჰქონდეს გეგმა, არამედ ამას უკვე უნდა აცხადებდეს. თუ “ქართული ოცნება” აპირებს რომ რამე გახსნას, ის ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე უნდა ეუბნებოდეს ამის შესახებ. რას აპირებს “ქართული ოცნება” არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ეკონომიკურმა აგენტებმაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით გახსნან ეკონომიკა, რადგან შეუძლებელია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მსგავს პირობებში დიდხანს გაძლოს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share