ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის მამაკაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა

ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩატარაშვილი, დირექტორმა, ვინმე ბალავინოვმა, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა.

ხარიტონ ჩხატარაშვილი აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით მოხდა:

“მომხსნენ სამსახურიდან რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს,  მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და “ნაციონალურ მოძრაობას” რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო’ – გვითხრა “გურიის მოამბეს” ჩხატარაშვილმა.

რა წერია მუხლში, რომლითაც ფიფას ა კატეგორიის (ხარიტონ ჩხატარაშვილი ერთადერთია ოზურგეთში რომელიც ფიფას ა ლიცენზიას ფლობს) მწვრთნელი სამსახურიდან დაითხოვეს:

“საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37 მუხლის პირველი პუნქტი”

 დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

“დავიბენი სიმართლე გითხრათ, არაკომპეტენტურობაა თუ დაცინვა ვერ გავიგე, მომხსნენ, შვებულებაში გამიშვენ თუ რა ჯანდაბა ქნეს არ ვიცი, ოჯახსა და მეგობრებსაც ვერ აუხსნი კაცი ისეთ რეგვენობასთან მაქვს საქმე” – ამბობს ჩხატარაშვილი.

ჩვენ ხარიტონ ჩხატარაშვილთან კომენტარისათვის მაშინ მივედით, როცა ის განთავისუფლების ბრძანებას მეგობრებთან ერთად ეცნობოდა, რომლებიც ბრძანების გაცნობამ მხიარულ განწყობაზე დააყენა.

“ხარიტონ გაარკვიე ბიჯო ტყუპებია იქნება და გეშველა”

“ბიჯო მუცელი რომ გეძრება მამას შეხედე მამას-ბაღანა მეზობელს არ დეემსგავსოს”

“ბოლო ბოლო მოგსნენ თუ შვებულებაში გაგიშვენ”

გურულების ენაკვიმატობას საზღვარი არ ჰქონდა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share