როგორ სრულდებოდა ხასანბეგურა 1877 წელს

რუსეთის არმიის ოფიცერი ბ. კოლიუბაკინი, რომელიც 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომის დროს გურიაში მსახურობდა, თავის წიგნში აღწერს თავად ნაკაშიძესთან სტუმრობას, რა დროსაც თავადმა მას შესთავაზა „თამაშობაზე“ დასწრება, რასაც კოლიბაკინი შემდენაირად აღწერს:
.
ვახშმობის შემდეგ თავადმა შემომთავაზა „თამაშობის“ ნახვა, ხოლო თუ სურვილი მექნებოდა მონაწილებაც კი მიმეღო მასში.
.
მოსახლეობის დიდი ნაწილი შეკრებილიყო თავადის სახლიდან ნახევარი ვერსტის დაშორებით მდებარე მინდორზე, აი აქ უკვე დაიწყო სახასიათო ცეკვები: იყო შეუცვლელი ლეკური, იყო საბრძოლო გურული ცეკვა, რომელსაც თავად გურიაში თურქულს ეძახიან, რადგანაც ის შემოტანილი ყოფილა თურქეთის გურიიდან.
.
ეს ცეკვა რომელშიც მონაწილებენ მხოლოდ კაცები მიმდინარეობს სიმღერის თანხლებით. სიმღერებდან რომელსაც გურიაში მღერიან მათთვის განსაკუთრებული მანერით ერთი გამოირჩევა თავისი საბრძოლო ხასიათით, ეს სიმღერა აღწერს ნიგოითის ბრძოლას რომელშიც მოკლეს ჰასან-ფაშა, მისი მოკვეთილი თავი კი გურულებმა შუბზე წამოაგეს; ახლა როდესაც ამ სიმღერას მღერიან, ერთ მომღერალს, რომლიც ქოროს წინ დგას ხელში უკავია მაღალი შუბი, რომელზეც თავის მსგავსი საგანია ჩამოცმული ჰასან-ფაშას მოკვეთილი თავის ნიშნად.
.
მთელი თამაშა ძირითადად შედგებოდა მამაკაცების მიერ შესრულებული საბრძოლო ცეკვებისაგან. სამწუხაროდ ენის არ ცოდნამ საშუალება არ მომცა გავცნობოდი იმ სიმღების შინაარს რომლებიც ცეკვების თანხლებით სრულდებოდა. გურულებთან დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად დავრწმუნდი რომ ისინი საოცრად ბრძოლისუნარიანი და მეომარია ხალხია.
.
“გურულების რაზმი ნიგოითის ბრძოლაში” 1854 წლის 27 მაისი, ნახატი წიგნიდან – Восточная война 1853-1856
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share