ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე აგენტების კანონზე სოცქსელში წერს:
„რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ფორმალურ გაფორმებას ერთადერთი ბარიერი დარჩა საქართველოში: თავისუფალი სიტყვა. “აგენტურის” შესახებ კანონის მიღება ამ სიტყვასაც ჩაახშობს. უკრაინის გამარჯვებამაც რომ ვერ გვიშველოს, იმიტომ ჩქარობენ. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის შესახებ კანონია.უბრალოდ წარმოიდგინეთ, ნატომ რომ წევრობა შეგთვავაზოს, ვიღაცამ საქართველოს სახელით ხომ უნდა შეიტანოს განაცხადი და ეს ხელისუფლება რომ არ შეიტანს, ამაზე რეაქცია წარმოიდგინეთ დღეს, ჯერ კიდევ, და ამ კანონის მიღებიდან თუნდაც სამი თვის შემდეგ. ამაშია საქმე: თუნდაც უმწეო პროტესტის გამოხატვის ყველა ხვრელის გადაკეტვა უნდათ.სადღაც გულის სიღრმეში თავს ვაჯერებდი, რომ “ოცნებას” რუსის ეშინია და ეს შიში უბნევდათ თავგზას. არადა ცხადია: ამათ უკრაინის გამარჯვების ეშინიათ და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების დაკარგვის და ამ ხელისუფლებას ინარჩუნებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ფასად.ერთი კითხვაღა დარჩა: რა რესურსი გვაქვს რომ ეს არ დავუშვათ?!“ – წერს ლაგაზიძე.