გურული მითოლოგია – ლამაზ ცხენზე ამხედრებული „ბოგინე“

„გურიაში მიიჩნევენ, რომ ყვავილის ავადმყოფობას აგზავნის ულამაზეს ცხენზე ამხედრებული ადამიანის მსგავსი არსება. თუ ვინმე ნებით ან უნებლიეთ ამ არსებას აწყენინებს, იგი მასთან ღამე მივა და მძინარეს ხელის დადებით ავადმყოფობას გადადებს. სჯერათ რა ყვავილის განსახიერების ზებუნებრივი ძალის (გურულები ეძახიან – ბოგინეს) გურულები, მეგრელები და აფხაზები ერიდებიან ავადმყოფის მკურნალობას, რაგანაც მათი აზრით ეს „ბოგინეს“ გაანაწყენებს. ბოგინესაგან წყალობის მიღების მიზნით ავადმყოფთან ალაგებენ ნუგბარს, ანთებენ საკმეველს, ლოცულობენ.“.
.
ივანე პანტიუხოვის წერილის ნაწყვეტი, გაზეთი Кавказ 1867 №28 (И. Паитюхов. О мифах и поверьях туземцев Рионской долины)
.
P.S. პანტიუხოვი გახლდათ ცნობილი ექიმი, რომელიც იკვლევდა ხალხურ მედიცინას, ამ შემთხვევაში ის სავარაუდოდ “ბატონებზე” საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ოსპის დაავდადების ქალღმერთები სხვა ქვეყნის რელიგიურ/მითოლოგიურ ეპიზოდებში, მაგალითად ინდუეთში ქალღმერთი “შიტალა მატა” ვირით დადის და დახლოებით გურული გადმოცემისდამაგვარა გადასცემს დაავადებას იგივე დაავდებას.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share