ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე სოცქსელში წერს:
“ღმერთო რა ტლუა ეს მდინარაძე, ამას დემაგოგიის სქილებიც არა აქვს!
ასეთი არგუმენტიც კი თქვა, რადიკალური ისლამისტური ჯგუფების დაფინანსებას გავაკონტროლებთ ამ კანონით და ქვეყანას დავიცავთო
და ეს ორგანიზაცია რომ დაარეგისტრირებს რეესტრში ისლამისტური ჯგუფებისგან გადმორიცხულ ფულს, ესენი მას უწოდებენ “უცხოური გავლენის აგენტს” და ასე დასრულდება ეს ამბავი. კანონში სხვა მექანიზმი არ არის. ჭირი იქა, ლხინი აქა…” – წერს კაკაბაძე.