”გადავიყვანოთ სამკურნალოდ” – ითარგმნება პირდაპირ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. ანუ როცა სამკურნალოდ გადაყვანას ამბობენ, ისინი გულისხმობენ, რომ უნდა გათავისუფლდეს ანუ უნდა აერიდოს მართლმსაჯულებას.
ამ შემთხვევში შემოდის კანონის უზენაესობის პრინციპი, შემოდის ევროპის ფუნდამენტური ღირებულებები ანუ გამოდის, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველა პატიმარია თანაბარია ევროპული კონვენციებით, ადამიანის უფლებების სტანდარტებით, ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია ანუ გამოდის, ვის სახელს და გვარებსაც არ იცნობს საზოგადოება, ვისაც არ ჰყავს ლობისტები, ვისაც მილიონობით დოლარის გადახდა არ შეუძლია მედიარეკლამებისთვის და დაქირავებული ექსპერტების საუბრებისთვის თუ ევროპარლამენტარების გამოხმაურებებისთვის, გამოდის, ის ადამიანები უნდა დარჩნენ პატიმრობაში, მაგრამ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდესო, ამ დროს ეს აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან, იმიტომ, რომ ევროპა არ არის ყველა თანასწორია და ზოგიერთი უფრო თანასწორია, ეს არ არის ევროპა, ეს არის ანტიევროპა და ეს არის სრული სიყალბე. ევროპული ღირებულებაა ყველა თანასწორია კანონის წინაშე ამიტომ თუ მას სურს გათავსიუფლება, გათავისუფლებისთვის ბრძოლა არის სასამართლოში, არის სამართლებრივი თუ მას ჯანმრთელობის დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა არის ექიმების საქმე.”