სოფელ სურებში ცენტრალურ გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა ჩამოწვა – მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში ცენტრალურ გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა ჩამოწვა, რის გამოც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ავრცელებს:
”სურების მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, ჩამოსულია ცენტრალურ გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა, მოთხრილია ხეები, სამუშაოების წარმოებას უამინდობა და რთულად მისადგომი რელიეფი ართულებს, მოსახლეობის საყურადღებოდ თუ რამე დაგჭირდებათ სოფლის ხელმძღვანელობა კავშირზეა და მზად ვართ მოგემსახუროთ საჭიროების შემთხვევაში. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ მოძრაობა.” – წერს შარაშიძე.
ჩოხატაურის მერმა რამდენიმე წუთის წინ ისევ სოციალური ქსელით გვამცნო, რომ შუა სურებში ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share