ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა საზეიმოდ ფიცი დადეს. დღეიდან ისინი აშშ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არიან.
პანდემიამ და უსაფრთხოების გაძლიერებულმა ზომებმა ბევრი რამე შეცვალა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მობილიზებულია ათასობით ჯარისკაცი. ამასთან, შეზღუდული იყო სტუმრების რაოდენობაც.
თუმცა ამან არ შეუშალა ხელი იმას, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო ისტორიაში ახალი თავი დაწყებულიყო.