“ერთიანები უნდა ვიყოთ…არ დავუშვათ…საქართველო რუსეთს დაემსგავსოს”– ლომჯარია “აგენტების კანონზე”

“ამ ტიპის კანონი არის ცნობილი როგორც პუტინის, ანუ რუსეთის კანონი, რომელიც კლავს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ აზრს, სამოქალაქო აქტივიზმს და რითაც პუტინმა მოკლა და გაანადგურა კრიტიკული და დამოუკიდებელი აზრი რუსეთში.

კობახიძე არც კი მალავს და იგივე ტერმინებით, ფრაზეოლოგიით საუბრობს ამ კანონის შესახებ, როგორც საუბრობდა პუტინი თავის დროზე, იყენებს იდენტურ ტერმინებს მის გასამართლებლად.

ამიტომ რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის რუსული კანონი და ჩვენ დღეს ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაემსგავსოს რუსეთს და გახდეს რუსეთის მსგავსი მმართველობის ქვეყანა”,

აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share