“როცა საზოგადოებაში გყავს ისეთი ადამიანები, ვინც ხმების გასაყალბებლად იმიტომ ირბენს, რომ საღამოს სუფრა და ოცლიტრიანი ბოცა ელოდება, მანამდე არაფერი არ ეშველება ჩვენს ქვეყანას”-აცხადებს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტვ “პირველის” ეთერში: “გარკვეული პროცენტი ჩვენი საზოგადოებისა უნდა დაადგეს ჭეშმარიტების და ზნეობის გზას..არის ჩვენთან საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელმაც შავის და თეთრის გარჩევა არ იცის, ყველაფერს ანგარებით უყურებენ. აბა ეხლა კაცი რომ ხინკლით გასკდება და მივა და არჩევნებს გააყალბებს, კაცი, რომ იმისთვის დარბის ხმები შეუგროვოს “ქართულ ოცნებას”, რომ საღამოს პურს აჭმევენ და ოცლიტრიან ბოცას დაუდგამენ, აღარ ვამბობ სხვა უფრო ფინანასურ შეთავაზებებზე, იმისგან რა სახელმწიფო და დამოუკიდებლობასა და ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ. ეს კატეგორია ბევრი არ არის, მაგრამ ხომ არის? ყველას გვყავს ასეთი მეზობლად, საახლობლოში, ქუჩაში… სულ ვფიქრობ, რატომ არ ითხოვდა დიდი ილია საქართველოს დამოუკიდებლობას? ხედავდა ბატონო ასეთ კატეგორიას მაშინაც. ამიტომ დაგვიწერა “ლუარსაბ თათქარიძე”…ეს კატეგორია, რომელიც აფუჭებდა ჩვენი შვილების მომავალს. ამიტომ, აი ამ ადამიანების გამოსწორებაზეა პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, თორემ ივანიშვილებს ეს კატეგორია ყოველთვის იპოვის, კიდე მაგაზე უარესებს იპოვის, შეიძლება ივანიშვილიც მოგვენატროს, თუ ეს კატეგორია არ დაფიქრდება იმაზე, რომ დღევანდელი პური, დღევანდელი კუჭის მოთცხოვნილება არ გაცვცალონ მომავალზე, არ გაცვალონ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენს ერს შეუქმნია, არ გაცვალონ იმ ანგელოზ ახალგაზრდობაზე, რომელიც არის ჩვენს გვერდით და რომელიც კიდევ მოვა. არ გახდნენ რამენაირად კუჭის მონები, კარიერისა და ჯიბის მსახურნი”-განაცხადა ნათელაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 98
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
- 98
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 98
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 98
"პატივცემულო ოპოზიციის ლიდერებო!"-წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში: "პატივცემულო ოპოზიციის ლიდერებო! მე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკური პროცესებს ვიაზრებ ჩემი ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობის ფარგლებში, მაქვს კითხვაც და რჩევაც, პირველ რიგში თქვენს მიმართ. მისასალმებელია განცხადება ახალი ეროვნული მოძრაობის შესახებ, მაგრამ აქვე ისმის ლეგიტიმური კითხვა: რა არის მაკონსოლიდირებელი იდეა? შეგახსენებთ, ეროვნული მოძრაობისთვის…