ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ონლაინ გაკვეთილებს ეხმაურება.
“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ონლაინ სწავლა არის ფსკერი! მომავალი თაობა დაღუპეს, გააზარმაცეს, ჯანმრთელობა შეურყიეს მთელი დღე ეკრანთან ჯდომით, გახადეს სოციოპათები უკონტაქტობით, ჩამოშალეს სრულიად განათლების სისტემა!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ხატია სიჭინავა წერს.
„განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბავშვების მომავალი სულ უფრო და უფრო იკარგება. ზოგიერთი დედა ისე დააშინეს, ჯანრთელობის დაცვის მიზნით, ფაქტობრივად ანადგურებენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას. ამათ აწყობთ ჩლუნგი და ადვილად სამართავი თაობა, მე არ მაწყობს ვუყურო საკუთარი შვილების დაკარგულ მომავალს! გაუნათლებელი მინისტრები სათანადო გადაწყვეტილებებს იღებენ, სანამ საქართველოს გამოხრით არიან დაკავებულები, ჩვენი შვილების მომავალს ისევ ჩვენ, დედებმა უნდა ვუშველოთ! ყველა დედა არ მყავს მხედველობაში“!, – წერს სიჭინავა.