ხმაურით, ურთიერთდაპირისპირებითა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერი დეპუტატების მხრიდან დღეს, ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებს 14 საკუთხი უნდა განეხილათ. თუმცა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დღის წესრიგის დამტკიცებამდე დატოვა.
ხმაური და დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის თათია ნიკოლაიშვილის პერფომანსს მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო და “ოცნების” წარმომადგენლებს რუსული ინტერესების გამტარებლები უწოდა.