ერთადერთი, რაც სურთ, პატიოსანი თამაშის წესებია. როგორც მან TV “იმედის” ეთერში თქვა, ერთი მხრივ, არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ, აფინანსებდე პოლარიზაციას.
“როდესაც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებ და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ გამორიცხულია?! ისეთ რამეს თუ გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ ,რა გამოდის?! ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პატიოსანი თამაშის წესებს, სხვანაირად არც ევროკავშირი იქნება, არც სუვერენიტეტი და არც მშვიდობა. ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია, სწორი მიმართულებით სვლა და ეს გამჭვირვალობის გარეშე არ გამოვა”, – ამბობს კობახიძე
შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” რუსულ კანონს, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს.