“მე გწერთ რათა ყველას უთხრათ, რომ ჩემი სიკვდილი ციხეში ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ხელში აღმოჩნდება და ეს, მინისტრი ლავროვის სპიკერის თქმით, ელის ზელენსკისაც”- ამ შინაარსის წერილი მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ ბერნარდ-ჰენრი ლევაის მიწერა.
ჟურნალისტმა წერილის შესახებ სტატია ესპანურ მედიაში გამოაქვეყნა. როგორც იგი წერს, მიხეილ სააკაშვილის წერილი კიევში ყოფნისას მიიღო
„მე მომწამლეს საკანში… უცხოელი ექიმების გუნდმა აღმოაჩინა მძიმე მეტალების ნარჩენები ფრჩხილებსა და სისხლში… ყოველ დღე უფრო და უფრო ვიწურები“, – ნათქვამია წერილში.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელნაწერი რთული გასარჩევი იყო, რაც მის დასუსტებას მოწმობს.
ბერნარდ-ჰენრი ლევაი მიხეილ სააკაშვილს ალექსეი ნავალნისა და ანტიპუტინისტ ბიზნესმენს, მიხაილ ხოდოროვსკის ადარებს.
„მე ვცდილობ წარმოვიდგინო და გავიგო, ჩვიდმეტი თვის წინ, როგორ გაყო თავი ლომების ხახაში, როგორც ნავალნიმ. მოკლედ, როგორც სხვა ყველა თანამედროვე გმირმა დისიდენტმა. როგორც ხოდოროვსკიმ – ოლიგარქმა, რომელიც თავის დროზე პუტინმა დაიჭირა, თუმცა ახლა თავისუფალი რუსეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ არის ქცეული. მან ზუსტად იცოდა რა ბედი ელოდა, თუმცა მაინც გადაწყვიტა რომ იქ ჩასულიყო“, – წერს ჟურნალისტი.