პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ჰქონდეს ამ ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა”, – განაცხადა მარიანგელა სიმაომ. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.
„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებ თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.