„ჩოხატაური – აღებულია სტრაჟნიკების პოსტი, ორი სტრაჟნიკი მოკლეს, ხოლო კიდევ ორი სტრაჟნიკი და პრისტავი ხალხმა დააპატიმრა. 20 რიცხვში ჩამოვიდა მაზრის უფროსი ლაზარენკო 120 პლასტუნის თანხლებით, მაგრამ ვერაინირი რეპრესიული ღონისძიები გატარება ვერ გაბედა ისე დაბრუნდა უკან ოზურგეთში.
.
უკან გზაზე მიმავალ ურდოს ნასაკირალზე დახვდათ სახალხო წითელი რაზმი, საღამოს 9 საათზე დაიწყო გააფთრებული ბრძოლა, რომელიც დამთავრდა მეორე დღეს დღის 2 საათზე. პლასტუნებიდან გადარჩა მხოლოდ 15 კაცი, ლაზარენკოს თანმხლები სტრაჟნიკებიდან ერთის გარდა ყველა დაიღუპა, ის ერთიც თარჯიმანთან ერთად დაპატიმრებული იქნა. ლაზარენკო და კაზაკების ოფიცერი უკვალოდ გაქრა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ბომბებზე აფეთქდნენ.
.
წითელი რაზმიდან დაიღუპა 4 ამხანაგი. გვაქვს ინფორმაცია, რომ განრისხებული პლასტუნები აპირებენ ოზურგეთის განადგურებას, სადაც თავს იყრის შემოგარენში მცხოვრები შეირაღებული ხალხი, ამჟამად 200 პლასტუნი ჩასულია ნასაკირალში და ანადგურებენ ნაგებობებს.“
.
გაზეთი კავკაზი (Кавквз) 1905 წელი 3 ნოემბერი #273 (გაზეთში გამოქვეყნებულია – სოციალ დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის მიერ გამოშვებული 15-21 ოქტომბრის #2 ბიულეტენის ტექსტი. ზემოთ მითითებულ ტექსტს აქვს მინაწერი “Ч. В” სავარაუდოდ Чхиквишвили Вениамин)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა