„ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ერთიანობით, ძლიერი საზოგადოებით, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობით, ჩვენ შევძლოთ ჩვენი რწმენის და იმ სიკეთის დაცვა, რომელიც წილად ხვდა ჩვენს ქვეყანას ღვთისგან“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძემ სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს.
„უწმინდესო და უნეტარესო, თანამოსაყდრე მეუფე შიო, ეპისკოპოსნო, მღვდელმსახურნო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო თანამემამულეებო, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით.
ერთიანობით, ძლიერი საზოგადოებით, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობით, ჩვენ შევძლოთ ჩვენი რწმენის და იმ სიკეთის დაცვა, რომელიც წილად ხვდა ჩვენს ქვეყანას ღვთისგან.
ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს მინდა მივულოცო სვეტიცხოვლობა, მხნეობა დღეგრძელობა ვუსურვო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.