თბილისის “დინამო” “ქართული ოცნების” რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ კლუბი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მიიჩნევს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.
“დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას”, – წერია განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: