დარწმუნებული ვარ “ქრთულ ოცნებას“ ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება- წილოსანი

გირჩის“ ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მიებას 2020 წლის, ერთი წლის წინანდელი ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილება, ისეთივე აბსურდულია, როგორც მაგალითად, შეიძლება, დაასახელონ ინიციატივა, რომ შაბათს თუ გაწვიმდება, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს წააგო, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანი ამბობს, დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქრთულ ოცნებას“ ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„ვერანაირი მსგავსი ინიციატივები ვერ შეცვლის მსოფლიოში და თანამედრივე ცივილიზაციაში დამკვიდრებულ პროცესს, რომ არჩევნების გზით მოსული პოლიტიკური პარტია ოთხწლიან, ზოგ შემთხევევაში, ხუთწლიან მმართველობის ციკლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინანდელ შედეგებს ნამდვილად ვერ შეცვლის 2021 წლის ამომრჩევლის გადაწყვეტილება. მით უფრო, დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქრთულ ოცნებას“ ჩვენი ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ამიტომ, ვურჩევ, განსაკუთრებულ აქცენტს ამ პლებისციტზეც ნუ გააკეთებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: