სუხიშვილების ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს! ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული! შეწუხებული ვართ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას! და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი.
სუხიშვილები: შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან პროტესტს, ვგმობთ ძალადობას
წერს სუხიშვილები Facebook-ზე. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.