პაციენტის მტკიცებით, 112 – ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტომატოლოგებისაგან დაშინებულმა დარეკა

დღეს ოზურგეთში სტომატოლოგებისაგან შეშინებულმა პაციენტმა პატრული გამოიძახა

როგორც “გურიის მოამბეს” სატელეფონო საუბარში ერთ ერთმა პაციენტმა განუცხადა, დღეს, მან, დახმარების მიზნით, საპატრულო ეკიპაჟი, ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიძახა.

როგორც პაციენტი გვიმტკიცებს, გამოძახების მიზეზი სტომატოლოგების ნ.ტ-სა და ბ.ბ-ს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა გახდა.

შეშინებული პაციენტი რედაქციას მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა, მისი მტკიცებით, პატრულის ნაცვლად ადგილზე “კრიმპოლი” გამოცხადდა, რომელმაც ალკოტესტი სტომატოლოგებს არ ჩაუტარა და მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლა.

პაციენტი რომელიც სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ მთვრალი სტომატოლოგები პაციენტებს, რომლებიც მათ ელოდებოდნენ, საფრთხეს უქმნიდნენ.

რედაქციამ მომხდარის გადამოწმება კლინიკაში სცადა, თუმცა ჩვენს კორესპონდენტს სტომატოლოგები წასულები, ხოლო კლინიკა დაკეტილი დახვდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share