ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის

ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის. კომპანიაში ამბობენ, რომ სასულიერო პირმა ახალ მოდელს დიდი პოპულარობა მოუტანა:

ვითვალისწინებთ მომხმარებლების ანუ ეფლის ფანების ინიციატივას, ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით მზად ვართ მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს.

ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადება, რომ “ბრალი დასდეს” თითქოს ბოლო მოდელის Iphone აქვს, სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა. სინოდის წევრი ამტკიცებდა, რომ  მას მხოლოდ iPhone 11 Pro აქვს,

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share