მომღერალი ლელა წურწუმია, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და წერს, რომ „სინათლე მხოლოდ ევროპაშია“.
„ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა! სინათლე მხოლოდ ევროპაშია!“, – წერს წურწუმია.
ცნობისთვის, თბილისში უკვე მესამე დღეა რუსთაველის გამზირზე ძალიან მძიმე პროცესები ვითარდება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ რუსული კანონპროექტის გამო ხდება.