“ვუსამძიმრებ წულუკიანს, ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში, წერს:

“სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის

Tina Burjaliani

შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა!

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ და პოლიტიკურ კუთვნილებას.”- წერს ჟორჟოლიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share