“ეს სიბნელე და უბედურებაც, რაც ახლა არის საქართველოს თავს, გადავა”

“ეს არის გამარჯვება საქართველოსი-ასე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილ: “ეს არის გამარჯვება საქართველოსი, იმიტომ რომ ისტორიული სიმართლის  დადგენისთვის საქართველო იყო მართალი და არის მართალი, ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი მიუხედავად ივანიშვილის  ბევრი მცდელობებისა, მისი პატრონებისა  რომ საქართველო გამოეყვანა ოკუპანტად, დამნაშავედ,  ეს ჩაუფლავდათ. ეს არის  პირველ რიგში თინა ბურჯალიანის დამსახურება, ნიკა გვარამიას, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, სხვათაშორის გია ქავთარაძე იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც  შექმნა ეს პრეცენდენტები, რომ ჩვენ წავედით  ამ სასამართლოში და მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ იყო. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ შუალედური ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს.  ეს არის გაეროს  სასამართლო, რომელიც შემდეგ წულუკიანის  მცდელობით  მეორე ეტაპზე  დავკარგეთ და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, რომელიც თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრანსბურგში და მიუხედავად ყველა განცხადებებისა  ივანიშვილსა და მთელი მისი ბანდის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მათ ყველა მცდელობა  ჰქონდათ, რომ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებია. ჩვენ  ამას მაინც მივაღწიეთ, რადგან სიმართლე საბოლოო  ჯამში იმარჯვებს, შეიძლება ურემით დადის სამართალი, მაგრამ მაინც მიდის ბოლომე. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი  ფაქტი და გამარჯვება. ჩვენ წინ გვაქვს დიდი ბრძოლები, მაგრამ საბოლოოდ დამთავრდება  საქარველოს  დეოკუპაციით, საბოლოოდ დამთვარდება საქართველოს გამთლიანებით. მე ამაში  ვარ აბსოლიტურად დარწმუნებული, ისე როგორც  საქართველოში  გათენდება  და ეს სიბნელე და  უბედურება რაც  ახლა არის საქართველოს თავს გადავა. მოღალატეობრივი  რეჟიმი,რომელიც ყველაფერს ჩალიჩობდა, რომ ჩვენ ეს საქმეც წაგვეგო, საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში წულუკიანმა მოახდინა პროვოცირება საქმის განხილვის და  პირდაპის „ბალეიშიკობს“, გულშემატკივრობს იმას, რომ საქართველო  გაამტყუნონ და არც მალავს ამას უტიფრად და უნდათ რომ ქართული სამხედროები დაიჭირონ. სტრასტბურგის  სასამართლო  გაართულებს  ამ  ამბავს.  ნათლად გამოჩნდა მიუხედავად ხარვეზებისა ბურჯალიანმა მელაპარაკა  ვინ არის დამნაშავე  და ვინ არის  სწორ მხარეს. ნიკა გვარამიას  როცა წამოაძახებენ არარაობები, რომ შენ  ის არ იყავი-სწორედ ის იყო,  რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავდა, როცა იყო საქრთველოს მთავრობაში და იმიტომ რომ ნამდვილი ქართველია  ნამდვილი აფხაზეთის მკვიდრია  და  სტკივა აფხაზეთის მდგომარეობა,  საქართველოს მდგომარეობის შესაბამისად და ეს ის ნიკა გვარამიაა, რომელიც შემდეგ ტელევიზიაში აგრძელებს ამ ბრძოლას  და ეს ის ნიკა გვარამიაა, რომელსაც პასპორტი აქ ჩამორთმეული და ყოველწუთს  ემუქრებიან დაჭერით.

ეს არის  მათი ბრძოლა ყველა ქართველი პატრიოტის  მიმართ. ისინი არიან ფუნდამეტურად ანტიქართული. ყველა ქართველის ვალია მოვბილიზირდეთ, დავმეგობრდეთ და გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია. ყველამ იცის რა არის გასაკეთებელი”-განაცხადა სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share