წყარო – სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებს ოზურგეთში სუს -ის უფროსი აკრავს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. გურიის მხარეში, თამარ ოგანოვამ. საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა ფოტომასალა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ უცნობმა პირებმა, ოზურგეთის ქუჩებში სიძულვილის ენის ამსახველი პლაკატები გააკრეს:

პლაკატზე გამოსახულია მესამე სექტორის ცნობილი სახეები და საზოგადო მოღვაწეები, მთავარი მესიჯი კი არის ის, რომ თითქოს ყველა ეს ცნობილი სახე, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ ამჟამად კრიტიკულად არიან განწყობილნი, ქვეყნის მტრები და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლნი არიან.

როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის პოლიციიდან საკუთარმა წყარომ აცნობა, ასეთი შინაარსის პლაკატების გაკვრა ოზურგეთის ქუჩებში, სუს-ის ადგილობრივი განყოფილების უფროსის დავალებითა და ორგანიზებით მოხდა.

ეს სურათი მაშინაა გადაღებული, როცა სუს-ის ადგილობრივი უფროსი, გასულ კვირას. ოზურგეთში, ჭადრების ბაღში მიმდინარე, ანტირუსული ააქციის მონაწილეებს, თავად უთვალთვალებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share