ცოტახნის წინ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული მამაკაცი, შვილთან ერთად ზემო ნატანებში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მკვლელობა ძმის ოჯახში მოხდა.
როგორც “გურიის მოამბეს” მერის წარმომადგენელმა ნატენებში, თამაზ ტუღუშმა განუცხადა, გარდაცვლილი ა. ფალავანდიშვილი, წარმოშობით ზემო ნატანებიდანაა, ისე კი თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
“მე როგორც ვიცი გარდაცვლილი მამაკაცი ოჯახთან ერთად წლებია თბილისში ცხოვრობს, ისე ზემო ნატანებიდანაა წარმოშობით, ძნასთან იყო ჩასული სტუმრად, შვილიც ახლდა თან.მიწის ნაკვეთიც აქვთ ნატანებში. მეტი დეტალები თუ რა მოხდა ჯერ მეც არ ვიცი”- გვითხრა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 55 წლამდე მამაკაცი ზემო ნატანებში, სახლში გარდაცვლილი ნახეს.მამაკაცს ყელის არეში ჭრილობა ცივი იარაღით ქონდა მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მსგავსი სტატიები
- 90
- 89
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობაზე "გურიის მოამბისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. გარდაცვლილ 55 წლის მამაკაცს, თავის არეში რამდენიმე ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, ათამდე ჭრილობა კი მუცლის არეში ცივი იარაღით. მისი ცხედარი უკვე გადასვენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ამ დროისთვის ადგილზე ვერავინ…
- 86
როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში. როგორც ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილიდან გვატყობინებს,მოკლულია 55 წლამდე მამაკაცი. მოკლული სახლში იმ დროისთვის მარტო იმყოფებოდა და ის გარდაცვლილი მეზობელმა ნახა.მეზობლების თქმით, გარდაცვლილ ა. ფალავანდიშვილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ წუთებში ამ…
- 86
დღეს, დაბა გომისმთის აღმნიშვნელი ბანერი დააზიანეს- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ფეისბუკ გვერდმა-"გომისმთა" გაავრცელა: "სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი. დაბა გომისმთის აღმნიშვნელი ტრაფარეტი შეგნებულადაა დაზიანებული. მსგავსი ფაქტი აზიანებს კურორტის იერსახეს და უარყოფითად მოქმედებს დაბის დამსვენებლებსა და სტუმრებზე. გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ კურორტის განვითარებაზე."- წერია გვერდის მიერ გავრცელებულ სტატუსში. კომენტარებიდან ისიც…