“ხშირად აინტერესებთ დედა სიდონია ასე რატომ ექომაგება და იცავს უკრაინას?!
1. უკრაინას იცავს ღმერთი, ღმერთი რომელიც უსამართლოდ ჩაგრულთა და დევნილთა თავშესაფარია!
2. ჩემს სისხლში, მონაზონ სიდონიას სისხლში ურევია უკრაინული სისხლი და ამით ამაყი ვარ! ამაყი ვარ რადგან ჩემს ძარღვებში ერთბაშად ჩქეფს ორი თავმოყვარე, ქრისტიანი და ევროპელი ერის სისხლი!
3. მთელი მოქალაქეობრივი და სარწმუნოებრივი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ სანამ ვსუნთქავ ვიქნები სიმართლის მხარეს, ვის მხარესაც არ უნდა იყოს იგი! და შეხედეთ როგორ უხდება დღეს სიმართლე უკრაინას და უკრაინა სიმართლეს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!” – წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში